სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მუხლი 4. 3 -ის საფუძველზე ვბრძანებ:
1. ფაკულტეტის საბჭოში მიმართულებებიდან წარმომადგენლების არჩევის პროცესის უზრუნველსაყოფად, განახლდეს ფაკულტეტის მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- ლევან ჩოხელი - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
- მარეხ დევიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგლე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
- მირანდა მიქაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი
2 . ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.